საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი – ოხანაშვილი სერგი კაპანაძეს

საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე იყო მიღწეული, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს ბიუროს სხდომაზე.

„სულ მცირე მომერიდებოდა და კომენტარს არ გავაკეთებდი თქვენი პოლიტიკური ძალის და თქვენი სახელით ან საარჩევნო კოდექსზე, ან საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე. გვახსოვს, როგორ გულანთებულები ითხოვდით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ისიც ნახა ჩვენმა საზოგადოებამ ბოლოს როგორ დაუჭირეთ მხარი, საერთოდ არ მოხვედით. რომან გოცირიძე დადიოდა და ელოდებოდა, იქნებ რამე მოხდესო. ძალიან გთხოვთ, როდესაც კომენტარს აკეთებთ და მითუმეტეს, როცა რამეს გვიწუნებთ, თქვენი დასაწუნი ნამდვილად არ გვაქვს არც კონსტიტუციაში ცვლილებები და არც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოიჭერით თავი. გამოხვედით და იძახდით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გინდოდათ გადასვლა და მხარი არ დაუჭირეთ იმას, რაც პოლიტიკური კონსენსუნსის საფუძველზე იყო მიღწეული, მათ შორის ეუთო /ოდირის რეკომენდაციები, რაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან იყო მხარდაჭერილი. მე მომერიდებოდა თქვენს ნაცვლად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.