სავალდებულო ჯარი გავლილი არ მაქვს,17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი – ბურჭულაძე

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ჯუანშერ ბურჭულაძე ალეკო ელისაშვილის კითხვაზე, აქვს თუ არა სამხედრო სამსახური გავლილი, ამბობს, რომ არ აქვს.

„არ მაქვს მე სავალდებულო ჯარი გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა,“ – უპასუხა ჯუანშერ ბურჭულაძემ ალეკო ელისაშვილს კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.