რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო ფართო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
დაზვერვის რეზიუმეში აღნიშნულია, რომ რუსეთის დუმის წევრებმა ორშაბათს წარადგინეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ჯარში 18-27 წლის მამაკაცების ნაცვლად, 21-30 წლის კაცებს გაიწვევენ.
სავარაუდოდ, კანონს მიიღებენ და ის 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
ბრიტანული მხარე თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, სურს შეცვალოს ასაკობრივი ჯგუფი, რადგან 18-დან 21 წლამდე ასაკის ბევრი მამაკაცი უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის გზით ახერხებს გაწვევისგან გათავისუფლებას.