“სავარაუდოდ წელს ვერ მოვახერხებთ სრულ ვაქცინაციას ” – ამის შესახებ მან, ანესთეზიოლოგმა ვახტანგ კალოიანმა “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინის ის რაოდენობა, რომელიც პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა, მედპერსონალის ასაცრელადაც არ იქნება საკმარისი.
“ჩვენ მივიღებთ დაახლ.ოებით 10 000 ადამიანის ასაცრელ ვაქცინას, რომელიც გამოიყენება სამედიცინო პერსონალის ასაცრელად, სულ ამ მოთხოვნასაც ვერ დააკმაყოფილებს… როდის მივაღწევთ ჩვენ 60-70% აცრას სამწუხაროდ კეთილ სურვილად რჩება, რომ 2021 წლის განმავლობაში ეს გამოვიდეს თუმცა დღევანდელი მდგომარეობა კოვაქს პლატფორმაზე და ვაქცინების ბაზარზე ამის იმედს ნაკლებად ტოვებს. სავარაუდოდ ვერ უნდა მოვახერხოთ წელს სრული ვაქცინაცია ჩვენი მოქალაქეების, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი დარტყმა იქნება”, – ამბობს კალოიანი.