ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ოპოზიციასთან შეხვედრა არ გაიმართება. მისი განმარტებით, დიალოგი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.
კობახიძის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი “სავსე ხელებით” ჩავა, ხოლო ოპოზიცია “ცარიელი ხელებით დარჩა”.
“შეხვედრები დღეს დასრულებულია, გაგრძელდება დიალოგი მომდევნო პერიოდში. პრემიერი მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით და უამრავი რამ გაკეთდება გასული წლების განმავლობაში და კეთდება ახლაც.
ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ღარიბაშვილი ევროპაში, ბრიუსელში. ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია, მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებული, მათ აქვთ ცარიელი ხელები. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმარმატებები ინტეგრაციის მიმართულებით”,– თქვა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.