„საზოგადოებას მოვუწოდებ ყურადღებით იყოს, სიფრთხილით იმისთვის, რომ ქვეყნის უკრაინიზაცია არ დავუშვათ. ეს არის მთავარი ამოცანა, რაც ქვეყანას აქვს, ოქტომბერი-ნოემბერი, დეკემბერი ყურადღებით უნდა ვიყოთ, მომავალ წელს საარჩევნოდ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა არ დავუშვათ ამ ქვეყნის უკრაინიზაცია, რაც ამ სუბიექტების სურვილია.
მოვუწოდებ კოლეგებს, მაქსიმალურად სიმშვიდით შეხვდნენ ასეთ პროვოკაციას, მათი მიზანია ხელოვნურად სცადონ ვითარების აგორება. აგენტების პროვოკაციებს არ აჰყვნენ“,
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.