შაბათი, 31 მაისი , 2025, 20:51

საზოგადოებრივ ტრანსპორტში 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი პირი დააკავეს

ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 10 წლის გოგოს სექსუალურად შევიწროებისთვის ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.