არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალი თაობა“ პეტიციას აქვეყნებს, რომლითაც პრემიერ მინისტრს და თბილისის მერს მიმართავს. პეტიციაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის მოთხოვნაა გამოთქმული. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მისი ავტორები პერმანენტულ საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
პეტიცია
დაუყოვნებლივ აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი
საქართველოს პრემიერ მინისტრის,
საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი გახარიას
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს
ბატონ კახი კალაძეს
ადამიანის თავისუფალი გადაადილება გარანტირებულია
- საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;
- გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.
23 მაისის საქართველოს მთავრობის #322 დადგენლიბა, ისევე, როგორც დ.ხუნდაძის აწ უკვე მიღებული ცვლილება “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონი თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა ადამიანის უფლება თავისუფლად გადაადგილების შესახებ.
ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ:
- ქვეყანა იწყებს ეკონომიკის გახსნას;
- იხსნება სამსახურები;
- თვითდასაქმებულებს ისედაც არ ერგოთ დახმარების პაკეტი;
საერთაშორისო გამოცდილების და მაგალითების გათვალისწინებით – მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად
- 15 ივნისს იხსნება შიდა ტურიზმი;
- 1 ივლისს იხსნება გარე / საერთაშორისო ტურიზმი;
ჩნდება კითხვა – როგორ გადავაადგილდეთ ქალაქებს შორის? აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით?
მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ აღადგინოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც კანონში, ისე დადგენილებაში მკვეთრად იკითხება პოლიტიკური შინაარსი და კანონით დადგენილი შეზღუდვების ფონზე – მოქალაქეები დავიწყებთ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს.
პატივისცემით,
დავით დონერიანი
ორგანიზაციის თავმჯდომარე“