ბოლო პერიოდმა დაგვანახა, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ პოლიტიკურ ნებაზე გავლენის რესურსი საკმაოდ გაიზარდა. ეს მხოლოდ იმ ხალხს არ ეხება, რომელიც ევროპის ქვეყნებშია ან აშშ-ში ცხოვრობს. სამხრეთში ცხოვრობს, ჩრდილოეთში, თუ დასავლეთ-აღმოსავლეთში, ნებისმიერი მოქალაქე საკმაოდ სერიოზული ადგილობრივი მმართველობის გავლენის ქვეშაა. ეს მმართველობა თუ ამას მოინდომებს, ამ მოქალაქეების მოწყვლადობა გაცილებით მაღალია. ოთხ წელიწადში ერთხელ თუ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებენ, ეს სწორედ ის იქნება, რაც რეალურ შედეგებს დადებს არჩევნების შემდეგ.
სამ წელიწადში საკმაოდ კარგი ეკონომიკური ვითარება იქნება საქართველოში, რომ ადამიანებმა არალეგალური ცხოვრების ხარჯზე საზღვარგარეთ მწირი შემოსავალი არ ეძებონ. საქართველოს მოქალაქე არ უნდა იყოს იმ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ყალიბდება. სწორედ ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, რომელიც ვფიქრობთ, სამ წელიწადში უფრო ინტენსიური იქნება, გავლენა უფრო ადვილია იმ ადამიანთა ნებაზე, რომელიც საზღვარგარეთ კონკრეტულ ვითარებაშია, ვიდრე იმ ხალხზე, ვინც აქ ცხოვრობს და ხედავს ცუდსაც, კარგსაც, შავზე არ ამბობს თეთრს, თეთრზე – შავს.
ამტკიცებს “ოცნების” პარლამენტის დეპუტატი, გია ვოლსკი.












