საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. პრეზიდენტი სარჩელით ითხოვს კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას.
საქმე განსახილველად პლენუმს გადაეგზავნება.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება.