ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ისრაელთან მუშაობს „პრევენციულ რეჟიმში“ და ცალსახად განაცხადა, რომ ქვეყანას არ სჭირდება პირდაპირი დახმარება ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„ვფიქრობ, ამერიკის ჩართულობა ორიენტირებულია, დიახ, დახმარებაზე, ისრაელის დაცვაზე, მაგრამ ასევე სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებაზე. ისინი მუშაობენ პრევენციულ რეჟიმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კონრიკუსმა. „და ყველა ამერიკელისთვის, ვინც მე მომისმენს, მინდა ცალსახდ განვაცხადო: ჩვენ ისრაელში არ ვითხოვთ და არ გვინდა, რომ ერთი თმაც კი ჩამოვარდეს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს თავიდან ისრაელის დაცვისას. საკუთარ თავს თვითო დავიცავთ“.
კონრიკუსმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დახმარების პირველი პარტია ისრაელს უკვე გადაეცა.