„გონჩარენკომ მიხედოს საკუთარ ქვეყანას, რომელიც არის უსაშინლეს ომში ჩართული, რომელიც არის ოკუპაციის მსხვერპლი. საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩათრევის სრულიად ამორალურმა მცდელობამ რომ ფიასკო განიცადა და ეს რომ არ გამოუვიდათ, ახლა დგანან და ენას რომ ძვალი არ აქვს ტყუილების, დეზინფორმაციის და სიცრუის ტირაჟირებას ახდენენ. საკუთარ თავს, საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ცოდვებს მიხედონ,”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.