ის [სალომე ზურაბიშვილი] ცდილობდა, რაღაცნაირად საკუთარი თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც მწიფდება ევროკავშირში, თუმცა, იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად ცდილობს, ისევ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესი, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, სერიოზულად განიხილება მისი საარჩევნო პროცესში ჩართვის საკითხი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს, რეალურად, დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგზე. რაც უფრო მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის.
აცხადებს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.