საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოვიდ ინფიცირებულის კონტაქტია და თვითიზოლაციაში გადავიდა.
“გაცნობებთ, რომ პრეზიდენტი არის კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტი. მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით, პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება შესაბამისი ტესტირების შემდგომ,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.