“სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ეს ქალბატონი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს. საქართველოს პრეზიდენტი არის მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჰქონდა “ქართული ოცნების” მხარდაჭერა. თუ მას უნდა, რომ მეორე ვადით იყოს საქართველოს პრეზიდენტი, კარგად უნდა დაინახოს ის, რომ თუ მისი მხარდამჭერები იქნებიან აბსოლუტურად საფუძველმოკლებული, ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული რადიკალები, მას არანაირი გარანტია არ აქვს, ამ ქვეყნის პრეზიდენტობისა. მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს საქართველოს პრეზიდენტად მეორე ვადით სალომე ზურაბიშვილის ყოფნისგან,”
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.