საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა,” – წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი კოვიდინფიცირებულ პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გუშინ გადავიდა.