სალომე ზურაბიშვლს 2013 წელსაც უნდოდა პრეზიდენტობა, არ ვიტყვი ბიძინამ რა სიტყვებით მოიხსენია… – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ქვეყნის პრეზიდენტობა ჯერ კიდევ 2013 წელს უნდოდა. ამის შესახებ ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.

”სალომე ზურაბიშვილს 2013 წელს, როცა გიორგი მარგველაშვილს  ვაყენებდით პრეზიდენტობის კანდიდატად, მაშინაც უნდოდა პრეზიდენტობა. ჩემთანაც ჰქონდა ასეთი თხოვნა ზურაბიშვილს რომ მასზე შეგვეჩერებინა არჩევანი. ბიძინა მაშინ… არ ვიტყვი რა სიტყვებით მოიხსენიებდა, საერთოდ არ ხვდებოდა ზურაბიშვილს. ახლა მით უმეტეს მისთვის ( ივანიშვილისთვის) პრეზიდენტი ინსტიტუციურად მნიშვნელოვანი არ არის.” –  განაცხადა ხუხაშვილმა.