”მაქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, გადმოიტანოთ იქნებ რამენაირად პროცესები რუსთაველზეო, მაგრამ ქალბატონმა სალომემ უთხრა, მე არ შემიძლია ორბელიანიდან ლეიბზე გადმოსვლაო.[…] შესაბამისად, არ მგონია, რომ ეს სულელური მოწოდებები ქე, მაინც არ გამოიყენოს სალომე ზურაბიშვიოლმა. საიდან მოიტანა, რა არის საბაბი, რა პროცესები უნდა გადმოიტანოს ახლა, სალომე სამადაშვილი, აქუბარდია თუ მიდიან კერძო ვიზიტით თუ რაიმე პლატფორმით, ეს არის საბაბი, რომ თბილისელებს, მთავარი არტერია, მთავარი გამზირი გადაუკეტონ? – მიიღებენ საშინელ აგრესიას, კინწით გამოყრიან საკუთარი ოფისებიდან და სასახლეებიდან, ასეთი რამ რომ ჩაიდინონ, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში არაფერი არ ხდება. ერთხელ და სამუდამო გავიგოთ, რუსთაველის გამზირის ბლოკირებას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული მიზეზი, ასეთი მიზეზი იყო, მაგალითად, 9 აპრილი, 7 ნოემბერი,”
ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მესამე პრეზიდენტმა მოქმედ პრეზიდენტის პლატფორმის გაფართოებისკენ, მეტი ადამიანის ჩართვისკენ და რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა.