სალომე სამადაშვილი ეხმიანება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებას და ამბობს, რომ ეს შეთანხმების შედეგია. მისივე განცხადებით, იმედი აქვს რომ სკეპტიკოსები მიხვდებიან, რომ “დაუმსახურებელი კრიტიკა” შეცდომა იყო.
“ეს არის პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერთ ამ შეთანხმებას.
დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა იქნება გათავისუფლებული, სკეპტიკოსები, რომლებიც უსაფუძვლოდ თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლტიპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ოჯახს და ჩვენ დავხუროთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა”, -თქვა სამადაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.