სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება – დავითაშვილი Concentrix-ზე

სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება – ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ამერიკული კომპანია Concentrix-ით, რომელიც საქართველოში პროგრამა აწარმოე საქართველოშის მხარდაჭერით შემოიყვანეს, გამოძიება ე.წ. დანაშაულებრივი ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით დაინტერესდა.

“Concentrix-ი არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს ე.წ. BP2 სექტორში. ეს არის აწარმოვე საქართველოს პროექტის ფარგლებში – ჩვენ გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების შემოყვანა მოვახერხეთ საქართველოში.

თუმცა, ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რომელსაც სამართალდამცველები აწარმოებენ, იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა. სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება ამ კომპანიასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას…

თუ სხვა კომპანიებშიც იგივე ხდება, მე ინფორმაცია არ გამაჩნია და სამართალდამცველები უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან”, – თქვა დავითაშვილმა.

თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა.