“სამარცხვინოა, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე რომ არ შეგვიძლია” – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარად არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში. სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მაგრამ რაც არის, ის არის. მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს! გულისტკივილით ვამბობ, რომ დღეს, რაც პარლამენტის გარშემო ხდება ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხტომებისგან და განცხადებებისგან, კარგი იქნება ეს ორმხრივად, ორმხრივად გავიაზროთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.