“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია. თამაში, ტყუილები და გადავადება უნდა დასრულდეს. ეს სამარცხვინო საქციელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წინააღმდეგობაშია ევროპული მისწრაფების გაცხადებულ მიზანთან და [ჩვენს] პრინციპებთან და ფასეულობებთან. […]ექსპრეზიდენტი სააკაშვილი არ უნდა მოკვდეს ციხეში. საქართველოს ხელისუფლებას აკისრია სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე და პასუხისმგებელი იქნება, თუ მას რამე დაემართება”
ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი მირიამ ლექსმანი საქართველოს ხელისუფლების ქცევას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამარცხვინოს უწოდებს.