დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის სამი საეჭვო შემთხვევიდან ორი არ დადასტურდა, ხოლო ერთს იკვლევენ.
მისი თმით, ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, მაგრამ სიმძიმით არსებული შტამისგან არ განსხვავდება.
“ახალი შტამი… სამი იყო საეჭვო. აქედან ორი უარყოფითია, არ დადასტურდა. ერთის კვლევა კიდევ მიმდინარეობს და ხვალისათვის უკვე იქნება ცნობილი. ახალი შტამი ყველგან არის, სხვადასხვა სახელები ქვია. საბედნიეროდ, ახალ შტამს სიმძიმე არ მომატებია. ახალი შტამი უფრო ადვილად ვრცელდება, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის უჯრედში, უფრო გადამდებია, მაგრამ სიმძიმით არ განსხვავდება უკვე არსებული შტამებისგან”, – აცხადებს იმნაძე პირველ არხთან საუბრისას.
კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა. ის აშშ–ში და სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც დაფიქსირდა. ახალი შტამი 70%-ით უფრო გადამდებია და მეტად აინფიცირებს ბავშვებს.