სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი.. მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან რომ ვერასდროს ვიმუშაო სტრუქტურაში.. არ მადარდებს  – პოლიციელი, რომელმაც შსს პროტესტის ნიშნად დატოვა

“მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე,კვლავ თანამშრომლად ვითვლები.მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან რომ ვერასდროს ვიმუშაო სტრუქტურაში.. არ მადარდებს”- წერს ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პოლიციელი, გიორგი გოგინაშვილი რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა და გენერალურ ინსპექციაში იყო დაბარებული.

”გამოვედი, მშვიდობაა. მინისტრს ჯერ ხელი არ მოუწერია ჩემს გათავისუფლებაზე, გამომდინარე აქედან კვლავ თანამშრომლად ვითვლები და სამსახურში რატომ არ დადიხარო ეს იყო მთავარი მიზეზი.
გენ.ინპექციის თანამშრომელი კანონის ფარგლებში და თავაზიანად დამხვდა, ყველაფერი როგორც საჭიროა ისე გაკეთდა და წამოვედი. დანარჩენი ვნახოთ რა იქნება…
მაქსიმუმ დასკვნით გამომიშვან რომ ვერასდროს ვეღარ შევძლო სტრუქტურაში მუშაობა. არ მადარდებს.”- წერს სოციალურ ქსელში.