სამტრედიასთან აქციაზე მიმავალ კოლონას გზა გადაუკეტეს და ცოცხები დაუშინეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისისკენ დაძრული კოლონა სამტრედიასთან ქართული ოცნების წევრებმა და მხარდამჭერებმა გააჩერეს. კადრებში ჩანს, რომ მათ ავტომობილებს ცოცხები ესროლეს.

“სამტედიასთან გააჩერეს კოლონები. გზა გადაგვიკეეტეს. 30 კაცია ცოცხებით მათ შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა და ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია”,– წერს ანა წითლიძე.

დღეს თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქცია გაიმართება, სადაც სამეგრელოდან ავტომობილების კოლონები მოემართება.