სამტრედიაში 23 წლის გოგო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგომ ოპერაცია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში 4 დღის წინ გაიკეთა. ის სახლში გაწერეს, თუმცა წუხელ სისხლდენა დაეწყო, რა დროსაც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გლანდების ოპერაცია კლინიკა “გიდში” ჩატარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ ოპერაციამდე პაციენტს ჩაუტარდა კვლევები. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას არანაირი გართულება არ მოჰყოლია, გოგონა კლინიკაში დაყოვნდა ერთი დღე და მეორე დღეს ყოველგვარი გართულების გარეშე გაეწერა. მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო.
მათივე ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. კლინიკაც და ექიმიც გამოძიებასთან თანაამშრომლობენ.