სამშვიდობო შეთანხმებით რუსეთს სანქციები ავტომატურად არ მოეხსნება – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რიუტე აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება ავტომატურად არ გამოიწვევს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას. ინფორმაციას Европейская правда ნიდერლანდულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იარაღით დადებული სამშვიდობო შეთანხმება არ არის ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზა“, – თქვა რიუტემ.

მან პუტინს უწოდა “რევანშიზმითა და რევიზიონიზმით მოძრავი ადამიანი“.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმაც.