“მინდა, გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და გულდაწყვეტით აღვნიშნო, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა დგას საშიშ ზღვარზე.
პრო- რუსული და პრო-პუტინისტური ძალების გაძლიერება, მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების წიაღში, ძალიან სახიფათო მოვლენად მიმაჩნია. ასევე, ამ დღეებში, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ საქართველოს პარლამენტში, ოპოზიციიდან თუ უმრავლესობიდან დააფიქსირა მხარდაჭერა იმ ფსევდო-რელიგიური ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ღიად არიან ჩართული რუსული ინტერესების გატარებაში.
სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს თუნდაც ეს იყოს საპატრიარქო.
მინდა, პირველ რიგში ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არ ქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.
კოლეგებო, ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა.ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.
იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით, ხმებს დაკარგავთ გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ, ადამიანის უფლებების დასაცავად.
სამშობლოს დაკარგვას, ხმების დაკარგვა ამჯობინეთ!
ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა იმ საშიშროებისგან, რომელსაც დღევანდელობა უქადი”
წერს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე.