“არა [არ არის პრობლემა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება დიპლომი] იმიტომ, რომ თქვენ შემთხვევითი გგონიათ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებში დიპლომი ნახსენები არ არის? ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება,”

ამის შესახებ განაცხადა, “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ,  საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.