“ძალიან სამწუხაროა. ვისურვებდი რომ ჩვენ გვემასპინძლა პრეზიდენტის გამოსვლისთვის ( საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს ევროპარლამენტში) იმედია, ის შემდეგ სესიაზე გამოვა. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შენარჩუნება”
ამის შესახებ, Twitter-ზე ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი წერს, რითიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში გადადებულ ვიზიტს ეხმაურება.