”ის პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ აირჩია, არ არის პროდასავლური პოლიტიკა. ეს არ არის ქვეყნის თავისუფლებისკენ მიმართული პოლიტიკა. ეს არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში. არავის დასანქცირება არ მიხარია საქართველოში. ამას ვამბობდი და ყოველთვის გავიმეორებ. სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, აირჩიეს ეს გზა, პრორუსული ხელისუფლება და მისი პოლიტიკა საქართველოში, რასაც მომავალი არ უწერია. ”
ასე ეხმაურება, ”ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე TV პირველის ეთერში, უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ახლობლებისთვის სანქციების დაწესებას.