“სამწუხაროა, რომ ჰარცელმა ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მე წავიკითხე ჰარცელის განცხადება – სამწუხაროა, რომ მან ნიკა მელიას პროვოკაცია არ დაგმო. იქ საუბარია , თითქოს 2 პარტიის ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ყველამ ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რაც მოხდა. ნიკა მელია მიეჭრა პირდაპირ ირაკლი კობახიძეს, როდესაც ის აკეთებდა კომენტარებს. მიეჭრა ორჯერ – როდესაც მან გადაინაცვლა მანქანისკენ, იქაც მიეჭრა. ამიტომ სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას არ გაიგებენ, როგორც მათი პროვოკაციების წახალისებას“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.