„ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იმ პროვოკაციის შესახებ, რომელიც მზადდებოდა “ოცნების“ “ბოსების“ მიერ დაგეგმილ ტესტირებასთან დაკავშირებით, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა. იმისთვის, რომ არ მივცეთ არავის ასეთი სპეკულეციების გაგრძელების შესაძლებლობა, არ გავიკეთებ ამ ტესტს ამ კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს. ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში“
განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. ბოლო პერიოდში კახა კალაძე ოპონენტებს მოუწოდებს, ნარკოტესტი ჩაიტარონ. ის ამას ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციით ხსნის.