სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეუძლია საკუთარი ბირთვული იარაღი შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს ალტერნატივა, ჩრდილოეთ კორეიდან საფრთხის ზრდის შემთხვევაში, სთხოვოს აშშ-ს, იარაღი კორეის ნახევარკუნძულზე განალაგოს.
ბოლო ათწლეულებში იუნ სუკ იოლი სამხრეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის პერსპექტივაზე ღიად საუბარი დაიწყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეა დაცულია აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ – შეთანხმებით, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თავისი მოკავშირის დასაცავად ვაშინგტონი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.