“სანამ იარაღის მიწოდებაზე ყოყმანობდით, რუსეთი ხალხს ხოცავდა” – გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა Twitter-ზე ბერლინი უკრაინისთვის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.
“სანამ 8 კვირა ყოყმანობდით უკრაინისთვის მძიმე თანამედროვე გერმანული იარაღის მიწოდებაზე, მანამდე რუსეთს საშუალება ჰქონდა, ყოველდღე დაეხოცა ქალები და ბავშვები. ისევე, როგორც ეს ახალგაზრდა დედა , რომელიც საკუთარ შვილთან ერთად გუშინ ოდესაში სარაკეტო თავდასხმისას დაიღუპა”. – წერს მელნიკი Twitter-ზე.