“გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. ნაპოვნი მიცვალებულებიდან არის 23 უკვე იდენტიფიცირებული. რა თქმა უნდა, ძებნის სამუშაოები გრძელდება.
საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნის. დარჩენილია თვითონ კურორტ შოვის ტერიტორიაზე რამდენიმე ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელიც დამუშავდება უახლოეს დღეებში. საძიებო პერიმეტრი გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაშიც”
აცხადებს ამის შესახებ, რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე.