იცით, რომ სანქციებს წინასწარ არ ვაანონსებთ, თქვენ ახსენეთ განცხადება, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთდა, მე კი მთავრობის წარმომადგენელი ვარ.
გასულ დეკემბერს ჩვენ რამდენიმე მაღალჩინოსანს დავუწესეთ სანქციები და გამოვხატეთ ჩვენი წუხილი პროტესტის დროს გამოვლენილ სისასტიკეზე და ადამიანთა უფლებების დარღვევებზე. ჩემი მესიჯია, რომ პროტესტის უფლება უნდა იყოს დაცული.
ჩვენმა საგარეო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ პროგრამებს საქართველოს მთავრობასთან, აქვე ითქვა, რომ ჩვენ ვაჩერებთ თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობას და კონტაქტებს პოლიტიკურ დონეზე, იქამდე სანამ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ დასრულდება – ესაა ჩვენი პოზიცია და ასეც შენარჩუნდება.
იქამდე სანამ არ შეწყდება დემოკრატიული უკუსვლა, არ ვგეგმავთ პროგრამების აღდგენას საქართველოში.