“სანამ ცოცხალი ვარ და ფეხზე ვარ, არ გავრჩერდები “- დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამამ პროტესტის გამო ითხოვს, რომ საქმის გამოძიება სამხარეო პოლიციამ შეწყვიტოს და ის უფრო კომპეტენტურ უწყებას გადაეცეს. ამ თემაზე კომენტარი მან იმის შემდეგ გააკეთა, რაც ადვოკატთან მიხეილ რამიშვილთან ერთად ქვემო ქართლის პოლიციაში იმყოფებოდნენ.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ აქციის მოწყობის გამო მას სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, ლადო ბაჭუაშვილი აშანტაჟებდა.
ოჯახის წევრების თქმით, ეს მოხდა სამშაბათს, 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ შსს-დან და თავი წარუდგინეს საქმის გამომძიებლად და უთხრეს: “რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია”. ასევე ისინი მოუწოდებდნენ რომ აქციები შეეწყვიტათ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას ჰპირდებოდნენ.
“მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი, მეორე დღეს ვრეკავ მეუბნება ახლა ვმუშაობ ზუსტად მაგაზეო, მე ვუთხარი რა იქნა კომპიუტერი, ცოტა ხანში გადავურეკო. იძახა ძალიან დიდი პრობლემის წინაშე იმყოფება შენი გოგოო და გათიშა ტელეფონი. სანამ მე ცოცხალი ვარ, ფეხზე დავდივარ, მაჩალიკაშვილს ხო ხედავთ არა, ცოცხალი თავით მე არ გავრჩერდები,” – თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.