სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზატორი, “ოცნების” საპარლამენტო გუნდია

ჰომოფობიური და ქსენოფობიური პარტიიის “ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ “ღირსების მარშის” რეალური ორგანიზატორი მმართველი გუნდია. ამის შესახებ ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

“თქვენ თუ დაუშვებთ და ხელს შეუწყობთ გეი-აღლუმის ჩატარებას, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ. გეი – აღლუმის რეალური ორგანიზატორი არის “ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდი, სწორედ მათ მიცეს გარანტია რომ ლგბტ-აღლუმი ჩატარდება.

ახლა ბოლო სიტყვა თქვენზეა – ქართული ოჯახის შვილი, შესანიშნავი მამა და მეუღლე, მორწმუნე-მართლმადიდებელი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაატარებს გეი-აღლუმს თუ არა!? არჩევანი თქვენზეა ბატონო პრემიერო და ამ არჩევანიდან გამომდინარე იმოქმედებს ქართველი ერი”, – წერს სანდრო ბრეგაძე.

ცნობისთვის, “თბილისი პრაიდმა” 5 ივლისს ღირსების მარში დაანონსა.