“სანქციები გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს”- ასე აფასებს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, მსხვილ რუსულ ბიზნესებს ადრე ეშინოდათ სანქციების ხოლო ახლა აღარაფერია რისიც შეეშინდებათ.
”რა თქმა უნდა ყირიმის ნახევარკუნძულის ეკონომიკის განვითარებაზე გავლენა აქვს დასავლეთის სანქციებს, რომლებიც ვრცელდება საბანკო სექტორზე, რიგი საქონლის მიწოდებაზე და ა.შ. უკრაინაში საომარი ოპერაციის დაწყებას მოჰყვა სანქციების ახალი პაკეტი. უკვე ვთქვი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები, რა თქმა უნდა, შექმნიან არც თუ ისე მცირე პრობლემებს, მაგრამ არა მხოლოდ პრობლემები შეიქმნება. ისინი გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ახლა არის ყველა პირობა იმისთვის, რომ მსხვილმა რუსულმა ბიზნესებმა, რომლებსაც, პირდაპირ რომ ვთქვათ, ადრე ეშინოდათ სანქციების, ახლა აღარაფერია, რისიც შეეშინდებათ. ახლა მათ, ბანკების ჩათვლით, შეუძლიათ წყნარად შევიდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშაონ რეგიონში. “- განაცხადა პუტინმა.