ასე პასუხობს, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური, რობერტ ბროვდი იგივე “მადიარი”, უნგრეთის მთავრობას, რომელმაც ის დაასანქცირა, ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.
- “სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ”. მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენი წასვლის შემდეგ დავბრუნდები. უნგრეთში საკმარისი ნამდვილი უნგრელია და ერთ დღეს თქვენ მათ შეაწუხებთ. […] რაც შეეხება პოპულიზმს უნგრეთის სუვერენიტეტისადმი ხსენებული საფრთხეების შესახებ – გააგრძელეთ ამის ადგილობრივ დეკლასირებულებზე გაყიდვა, სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობით და იღებენ მსგავს “ბლა ბლას.” მაგრამ გახსოვდეთ ეთნიკურად უნგრელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინელი სამხედრო მეთაურის შავ-თეთრი პოზიცია.Дружба-ზე საუბრით თქვენ არა უნგრეთის სუვერენიტეტს, არამედ საკუთარ ბინძურ ჯიბეებს იცავთ, რომლებიც სავსეა იაფი, დასანქცირებული ნედლი მასალებით, რისი შესყიდვაც ხელს უწყობს სისხლიანი ფულის დაგროვებას, რაც იმ მიმართულებით მიფრინავს, საიდანაც რაკეტები და შაჰედები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისკენ მოფრინავენ და დღესაც, 2025 წლის 28 აგვისტოს, კიევში ათეულობით უკრაინელი დახოცეს.თქვენი ხელები უკრაინელების სისხლშია გასვრილი და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ.”- განაცხადა მადიარმა ტელეგრამ არხზე.
ბოლო კვირებში, უკრაინელებმა მინიმუმ 3 იერიში მიიტანეს Дружба-ს მილსადენზე, რომელსაც რუსული ნავთობი უნგრეთიდან სლოვაკეთში გადააქვს. უკრაინული იერიშების შედეგად კი რუსული ნავთობის მიწოდება რამდენჯერმე დროებით შეაფერხა.
“მადიარმა” დაადასტურა, რომ მისი დანაყოფი Дружба-ს წინააღმდეგ იერიშის მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. მისი სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.
დრეს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებელი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად “მადიარს”) ქვეყანასა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.