რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია. ამის შესახებ პუტინმა რუსული ავიაკომპანიების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
”ძალიან ბევრი რამ, რაც ხდება, რასაც ვაწყდებით – რუსეთთან ბრძოლის ხერხებია. სანქციები, რომელსაც იღებენ, ომის გამოცხადების ტოლფასია, მაგრამ, ღმერთს მადლობა, აქამდე ჯერ საქმე არ მისულა. ვფიქრობ, ჩვენს ე.წ. პარტნიორებს გაცნობიერებული აქვთ, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული.” – აცხადებს პუტინი.