“როდესაც დემოკრატიული ქვეყანაა და არ პასუხობ აგრესიას, ალბათ, ეს შეიძლება ვიღაცამ, აღიქვას დემოკრატიის სისუსტედ, მაგრამ ასე მუშაობს დემოკრატია. როდესაც დიდია სხვაობა დემოკრატიასა და დიქტატურას შორის, დემოკრატიას აშინებს ადამიანთა სიცოცხლე. სწორედ ეს იქცევა სისუსტის საგნად.

მიმაჩნია, რომ სანქციები, რომელიც დაწესდა, უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკელი ინვესტორები ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში და ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი, რაც მოდის მომავალში. ეს სანქციები ბუნებრივია ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული, რაც აქამდე გვინახავს. თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან – 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, ის გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც იმ ეტაპზე გააჩნდათ. ამის ფასი რუსეთს სრულად არ ჰქონდა გადახდილი და ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა.

როდესაც დასავლეთი გაერთიანდა მნიშვნელოვანი ესკალაციის გარეშეც, არავის აწყობს ევროპაში ან ამერიკაში დაპირისპირება, ომის გარეშე როგორ შევაგნებინოთ რუსეთს, რომ მას მორალური, პოლიტიკური, ფინანსური ფასი ექნება გადასახდელი? რა არის მექანიზმები? – ეს არის სანქციების მთელი რიგი, რომელიც გარკვეულ ფორმას უზრუნველყოფს და შედეგსაც გამოიღებს. ეს სანქციები ირანის წინააღმდეგ მუშაობდა, რა თქმა უნდა, არ ვადარებ არსებული სიტუაციას, მაგრამ არსებობს დასავლეთის ქვეყნებში გამოცდილება, როდესაც სანქციები დაწესდა და მან შედეგი მოიტანა”

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე (“ფორმულას” სინქრონული თარგმანი). ცნობისთვის, აშშ-მ ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები და ვაჭრობა აუკრძალა. გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკსა და 3 მილიარდერს. გერმანიამ შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი.