სანქციების გამო რუსეთს სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება უჭირს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთს, დასავლეთის მიერ დაწესებულო მძიმე სანქციების გამო სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება უჭირს. ინფორმაციას ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა აქვეყნებს.

“რუსეთის მოწინავე T-90M ტანკიდან, სულ მცირე, ერთი ბრძოლის შედეგად განადგურდა. T-90M 2016 წელს შეიქმნა და გაუმჯობესებულ ჯავშანტექნიკას, განახლებულ იარაღსა და სატელიტური სანავიგაციო სისტემებს მოიცავს. ამ ეტაპზე რუსეთის საუკეთესოდ აღჭურვილ ქვედანაყოფები 100-მდე T-90M-ს იყენებენ, მათ შორის ის ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან. სისტემა შექმნილია ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დასაძლევად, თუმცა დაუცველია სხვა ელემენტების მხარდაჭერის გარეშე.უკრაინის კონფლიქტმა რუსეთის მოწინავე ქვედანაყოფი დაასუსტა. ომის  შემდეგ რუსეთს შეიარაღებული ძალების აღდგენისთვის დიდი დრო და რესურსები დასჭირდება. სანქციების გამო განსაკუთრებით რთული მოდერნიზებული და მოწინავე აღჭურვილობის შეცვლა იქნება”. – წერია ანგარიშში.