აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი აცხადებს, რომ სანქციები პირველ რიგში ივანიშვილს, ღარიბაშვილს და გომელაურს უნდა დაუწესდეთ.
“ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას, როგორც თავისუფლების კუნძულს ავტორიტარიზმის ზღვაში. ახლა არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ იხრება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლონ მელია, რომ ინდივიდუალურ სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც. ამაზე საუბარი ნამდვილად არ მსიამოვნებს, არ მომწონს, რომ საქართველოს და სანქციებს ერთ წინადადებაში მოვიხსენიებ, მაგრამ იმის გამო, რომ მხარს ვუჭერ საქართველოს, მაღელვებს ეს სიტუაციაც”,– ამბობს კრამერი ფორმულასთან ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომრომისზე წასვლის სურვილი აქვს.
“ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა გახარია, რომელმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ღარიბაშვილმა კი სიამოვნებით ჩაატარა ოპერაცია და ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს. ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძნობს, ფასის გადახდაც მოუწევს.
თუ მიმართულება არ შეიცვლება, საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს მხოლოდ იმ ხალხს გაუხარდება, ვინ კრემლში ან პუტინის სასახლეშია”,– თქვა დევიდ კრამერმა.