სანქციებს შევამსუბუქებთ, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს – ნულანდი

“იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად იქნება დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დააბრუნოს ტერიტორიები, ცალსახად დავუჭერდი მხარს სანქციების შემსუბუქებას. ვფიქრობ იმავეს იზამდა სახელმწიფო მდივანი ბლინკენიც”,

ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სენატში გამოსვლისას განაცხადა.