სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა

სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარი დააჯარიმა. მას   აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, თავად კი ამბობს, რომ იმ დროს აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

“ეს იყო 27 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 17 წუთზე მედავებიან, როდესაც რეალურად სამწუხაროდ იმ დროს არ ვიყავი. სანაპიროზე მაკდონალდსში [ვიყავი]… კადრში ვარ, მაგრამ ის კადრი რომელი რიცხვისაა, ვერ გეტყვით”, – ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.