საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს 3 მოქალაქეს ცხინვალში პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოდან გატაცებულ 3 მოქალაქეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.  ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს.

უწყების ცნობით, ოკუპანტებმა დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს 1-თვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძესა და მამუკა ჩხიკვაძეს 2-თვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს

ცნობისთვის, 12 დეკემბერს ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან 1 ადამიანი დააკავეს. 10 დეკემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს 2 მოქალაქე, მათგან ერთ-ერთი სოფელ ბრეთის მკვიდრი, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძეა. ის შავნაბადას ბატალიონში მსახურობდა და ერაყის და ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა.