72 წლის ასაკში საოპერო მომღერალი, ცნობილი ტენორი ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა.
1993 წლიდან ხომერიკი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი იყო. 1995 წელს ოტელოს პარტია წარმატებით შეასრულა ანკარის საოპერო თეატრში პრემიერაზე და 1998 წელს ანტალიაში (თურქეთი) ბათუმის თეატრის გასტროლების დროს.
ალექსანდრე ხომერიკის ჩაიკოვსკის სახელობის VII საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (მოსკოვი, 1982) და საქართველოს სახალხო არტისტია (1985).
მის მნიშვნელოვან ჯილდოებს შორისაა, აგრეთვე, რუსთაველისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები (1995 წ.), ღირსების ორდენი (1998 წ).