”ყველა მეთოდი იქნება გამოყენებული, რაც გადაარჩენს მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობიდან დაწყებული, ქუჩის აქციებით დამთავრებული. რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების დატოვებას, სანამ ის იქნება ამ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, პირადად ჩემი აზრია, რომ ეს არ იქნება სწორი, თუნდაც საერთაშორისო მხარდაჭერის მიღების თვალსაზრისით. იგივე ის რეზოლუციები, რაც იქნა მიღებული ევროპარლამენტში და სხვაგან, მათ შორის სადეპუტატო მუშაობის, საგარეო მუშაობის შედეგიცაა. სანამ არსებობს ბერკეტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას, არ იქნება ამის დატოვება სწორი. მერე ვნახოთ”.
თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.